მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში საკადრო პრობლემები გრძელდება.
კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, მარჯვენა მცველს, ბენჟამინ პავარს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ფრანგი ფეხბურთელი გუნდისგან იზოლირებულია და ამჟამად თავს კარგად გრძნობს. როგორც ცნობილია, პავარს ტესტზე დადებითი პასუხი დღეს, ხუთშაბათს მიუვიდა.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო "ბაიერნს" ასევე თომას მიულერიც გამოაკლდა. ორივე ხსენებული ფეხბურთელი "ლაციოს" წინააღმდეგ გასამართ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.