მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა ფრანქფურტის "აინტრახტთან" განცდილი მარცხის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
"თამაშში კარგად ვერ ჩავერთეთ. "აინტრახტი" კი პირიქით, ძალიან კარგად მოქმედებდა. პირველ ტაიმშიც ისევე რომ გვეთამაშა, როგორც შესვენების შემდეგ, ანგარიში სხვანაირი იქნებოდა."
"ბევრი ტრავმირებული და ინფიცირებული მოთამაშე დაგვიგროვდა. რამდენიმე დღიან მონაკვეთში ბევრი მგზავრობა მოგვიწია. ჩვენც ადამიანები ვართ. თუმცა, მაინც ამაყი ვარ ჩემი გუნდით."
"ლეონ გორეცკასგან მსგავს თამაშს არ ველოდი. ის მეორე ტაიმში ძალიან კარგად ჩაერთო და ჩანს, რომ ვირუსმა უარყოფითად მასზე არ იმოქმედა." - აცხადებს ფლიკი.