ესპანური გამოცემების ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მიუნხენის "ბაიერნი" სერიოზულად იყო დაინტერესებული კატალონიის "ბარსელონას" ამომავალი ვარსკვლავის, პედრის დამატებით.
წყაროს ცნობით, "რეკორდმაისტერი" მზად იყო 18 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გადაეხადა, თუმცა, "ბლაუგრანამ" უარი განაცხადა.
მოგეხსენებათ, ესპანურ გრანდს ფინანსური პრობლემები აქვს. თუმცა, "ბარსელონა" პედრიში თავიდანვე ხედავდა დიდ პოტენციალს და შესაბამისად, უარი თქვა კლუბმა მის გაშვებაზე.