რომის "ლაციოს" ლიდერმა, ჩირო იმობილემ "ბაიერნთან" დაპირისპირებამდე პრესასთან ისაუბრა.
"საუკეთესოებთან დაპირისპირება ყოველთვის მეტ მოტივაციას გაძლევს. რა თქმა უნდა, რთული მატჩი გველოდება, მაგრამ, ჩვენს სათამაშო სტილს არ შევცვლით. ყველაფერს გავაკეთებთ ორი მატჩის ჯამში გასასვლელად."
"ბაიერნი სუპერ შემტევი გუნდია, რომელიც ყოველთვის ქმნის სახიფათო მომენტებს შენს კართან. ამას უნდა ვუფრთხილდეთ და ვეცადოთ, რომ ჩვენი მომენტები მაქსიმალურად გამოვიყენოთ."
"რა მომწონს ყველაზე მეტად ლევანდოვსკიში? ის არასდროს არის კმაყოფილი. ყოველ წელს ის ცდილობს განვითარდეს და ლიმიტი არ დაუწესოს თავის თავს. ეს აღმაფრთოვანებელია. ვფიქრობ, ის ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელია." - აცხადებს ჩირო.