რომის "ლაციოსა" და მიუნხენის "ბაიერნის" შეხვედრის მე-9 წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ ანგარიშის გახსნა მოახერხა.
საინტერესოა, რომ პოლონელმა ფორვარდმა ლეგენდარულ რაულ გონსალეს ბლანკოს გადაასწრო და ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირთა სიაში მე-3 ადგილზე გადაინაცვლა.
ლევანდოვსკის უკვე ტურნირის ისტორიაში 72 გოლი დაუგროვდა და ესპანელის მაჩვენებელი 1-ით გააუმჯობესა.
"ბაიერნის" ფორვარდზე წინ მხოლოდ კრისტიანო რონალდუ და ლეო მესი არიან, შესაბამისად 134 და 119 გოლებით.