მიუნხენის "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლების სეზონშიც საოცარ სტატისტიკას აფიქსირებს.
7 ჩატარებული მატჩის შემდეგ "რეკორდმაისტერს" უკვე 22 გოლი აქვს გატანილი, რაც საშუალოდ 1 შეხვედრაში 3-ზე უფრო მეტ გოლს უდრის. რა თქმა უნდა, მიუნხენელები ამ მაჩვენებლით პირველ ადგილზე არიან.
უახლოესი მდევრები "პსჟ" და კატალონიის "ბარსელონა" არიან, რომელთა გოლების რაოდენობაც 17-ს შეადგენს.
"ბაიერნი" ასევე პირველზეა ბურთის ფლობის მაჩვენებლით. გუნდი საშუალოდ 61%-იან მაჩვენებელს აფიქსირებს და ამ მაჩვენებლით "სიტისაც" კი უსწრებს. გვარდიოლას გუნდი თავის მხრივ 59%-ით მესამე ადგილზეა და მადრიდის "რეალს" 1%-ით ჩამორჩება.