ინგლისის პრემიერლიგის 27-ე ტურში მანჩესტერ "სიტიმ" საკუთარ კედლებში თანაქალაქელი "იუნაიტედი" მიიღო და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.
ეს მატჩი "ბაიერნის" ფანებისთვის ერთი ფაქტით გახლდათ გამორჩეული. "ქალაქელთა" მარცხის გამო "რეკორდმაისტერის" რეკორდი კვლავ ხელუხლებელია.
კერძოდ, "სიტის" ამ მატჩამდე ზედიზედ 21 შეხვედრაში ჰქონდა გამარჯვება მოპოვებული. 21-ე საუკუნეში კი ევროპაში საუკეთესო შედეგი მიუნხენის "ბაიერნს" ეკუთვნის.
ფლიკის დამოძღვრილმა გუნდმა 2019/20 წლების სეზონში ზედიზედ 23-ჯერ შეძლო გამარჯვების მოპოვება, რაც 21-ე საუკუნეში ევროპულ კლუბებს შორის საუკეთესო შედეგია.
მეორე ადგილზე მადრიდის "რეალი" იმყოფება, რომელმაც 2014-15 წლებში ზედიზედ 22-ჯერ იმარჯვა. "სიტის" მიღწევა კი მხოლოდ მესამეა.