როგორც ჩანს, მიუნხენის "ბაიერნში" მომავლის გეგმები უკვე დაწყობილი აქვთ. გერმანული Sky-ს ინფორმაციით, კლუბში უკვე იციან, თუ ვინ ჩაიბარებს კაპიტნის სამკლაურს მანუელ ნოიერის წასვლის შემდეგ.
წყაროს ცნობით, ეს ფეხბურთელი იოზუა კიმიხი იქნება. "რეკორდმაისტერში" ფიქრობენ, რომ 26 წლის ნახევარმცველს ყველა ის თვისება გააჩნია, რაც ამ გუნდის ლიდერს სჭირდება.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად "ბაიერნის" ვიცე კაპიტანი თომას მიულერია. თუმცა, დიდი ალბათობით იმ პერიოდშისთვის, როცა ნოიერი კლუბს დატოვებს, არც მიულერი იქნება "რეკორდმაისტერის" ფეხბურთელი.