მიუნხენის "ბაიერნმა" ცენტრალური მცველის, ჟერომ ბოატენგის კონტრაქტის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.
გერმანული გამოცემების ინფორმაციით, "რეკორდმაისტერი" ვეტერან მცველთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს და ეს უკანასკნელი სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს დატოვებს.
მიზეზი ორია. პირველი ის, რომ კლუბმა დაიოტ უპამეკანო შეიძინა. მეორე კი - ბოატენგს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშეა გუნდში და მიუნხენელები მისი გაშვებით ფინანსურ სარგებელს მიიღებენ. თანაც, ბოატენგი ბოლო პერიოდში ბევრს ტრავმიანობს.
წყაროს ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები აღარ გაიმართება და კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ, ანუ სეზონის ბოლოს ბოატენგი აუცილებლად წავა "ბაიერნიდან".