იტალიური გამოცემა Tutto Mercato Web ქართველი გულშემატკივრებისთვის სასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს.
მარტში გასამართი მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს, რომელშიც საქართველოს ნაკრები ესპანეთს უმასპინძლებს, ევროპული გრანდების წარმომადგენლები დაესწრებიან. მიზეზი კი ხვიჩა კვარაცხელიაა.
წყაროს ცნობით, ტურინის "იუვენტუსის", დორტმუნდის "ბორუსიასა" და "მილანის" აგენტები თბილისში ჩამოვლენ, რათა 28 მარტს საქართველოსა და ესპანეთის შეხვედრაში ქართველ ვინგერს დააკვირდნენ.
შეგახსენებთ, რომ თავად კვარაცხელიას აგენტმა რამდენიმე კვირის წინ დაადასტურა ევროპული გრანდების ინტერესი ფეხბურთელისადმი.