ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო სააგენტო IFFHS-მა გასული ათწლეულის საუკეთესო ჩემპიონატები დაასახელა.
პირველ ადგილზე, როგორც მოსალოდნელი იყო ესპანეთის ლა ლიგა გავიდა. მეორე ადგილზე კი ინგლისის პრემიერლიგა.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მესამე ადგილს ბრაზილიის სერია ა იკავებს. რაც შეეხება გერმანიის ბუნდესლიგას, ჩემპიონატი ჩამონათვალში მხოლოდ და მხოლოდ მე-5 ადგილზე გავიდა.
სრული ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:
1. ესპანეთის ლა ლიგა
2. ინგლისის პრემიერლიგა
3. ბრაზილიის სერია ა
4. იტალიის სერია ა
5. გერმანიის ბუნდესლიგა
6. არგენტინის პრიმერა დივიზიონი
7. საფრანგეთის ლიგა 1
8. კოლუმბიის აპერტურა
9. პორტუგალიის პრიმეირა ლიგა
10. პარაგვაის პრიმერა დივიზიონი