დღეს მიუნხენის "ბაიერნის" ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ რობერტ ლევანდოვსკი 4 კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება გუნდს.
უკვე გადაწყვეტილია, რომ პოლონელი ფორვარდი "პსჟსთან" გასამართ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ მატჩებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. გარდა ამისა, ის ბუნდესლიგის თამაშებშიც დააკლდება გუნდს.
კერძოდ, ლევანდოვსკი სავარაუდოდ ბუნდესლიგის მომდევნო 5 მატჩში ვერ მიიღებს მონაწილეობას. არადა, კლუბს სწორედ ამ პერიოდში უწევს საკმაოდ რთული თამაშების ჩატარება.
შაბათს "ბაიერნი" "ლაიფციგს" ეთამაშება. პარიზელებთან ჩემპიონთა ლიგის მატჩების შუალედში კი "უნიონს" მიიღებს, რომელიც გრანდებთან საკმაოდ კარგად თამაშობს.
შემდგომ ტურებში გუნდს "ვოლფსბურგთან", "ლევერკუზენთან" და "მაინცთან" უწევს დაპირისპირება და სავარაუდოდ, ამ თამაშების შემდეგ დაბრუნდება ლევანდოვსკი.