მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა "ლაიფციგთან" მოგებული მატჩის შემდეგ პრესასთან ისაუბრა.
"ლაიფციგმა დღეს გვაჩვენა, თუ რატომ არის მეორე ადგილზე. სტარტი ნელი გამოვიდა, მაგრამ მე-20 წუთის შემდეგ უპირატესობა მოვიპოვეთ და გოლად გარდავსახეთ. მეორე ტაიმში მეტოქის მხრიდან ზეწოლა მაღალი იყო, მაგრამ თავის დაცვა მოვახერხეთ."
"დღეს მნიშვნელოვანი ქულები მოვიპოვეთ საჩემპიონო რბოლაში, თუმცა, წინ კიდევ 7 ტურია და არაფერია გადაწყვეტილი. მოდუნების დრო არ არის."
"ლევანდოვსკი 1 კვირის განმავლობაში არაფერს გააკეთებს, ამის შემდეგ კი დაიწყება აღდგენითი ვარჯიშები. დაბრუნების ზუსტ დროს ვერ გეტყვით, ეს ექსპერტებმა იციან." - აცხადებს ფლიკი.