გერმანიის ბუნდესლიგის 27-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" "ლაიფციგს" ესტუმრა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა - 0:1.
თამაშის დასრულების შემდეგ "რეკორდმაისტერის" კაპიტანმა, მანუელ ნოიერმა პრესასთან პირველი კომენტარი გააკეთა.
"პირველ ტაიმში მეტოქეს შანსები არ მივეცით. რაც შეეხება მეორე ტაიმს, "ლაიფციგი" უფრო გააქტიურდა და სწრაფი შეტევები ჰქონდათ."
"დღეს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. ახლა უკვე ჩემპიონობის დათმობას აღარ ვაპირებთ." - აცხადებს მანუ.