ფრანგული "პსჟს" ფეხბურთელებმა და მწვრთნელმა ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ რობერტ ლევანდოვსკის არყოფნაზე ისაუბრეს.
"ლევანდოვსკი დიდებული ფეხბურთელია და მისი არყოფნა ჩვენთვის კარგი სიახლეა, თუმცა, მე ვწუხვარ ნებისმიერი ადამიანის ტრავმის გამო." - მბაპე.
"მე მებრძოლი ვარ და მიყვარს საუკეთესოებთან დაპირისპირება. კარგი იქნებოდა, რომ ლევანდოვსკის ამ მატჩებში მიეღო მონაწილეობა. თუმცა, ეს ბევრს არაფერს ცვლის, "ბაიერნი" მაინც უძლიერესი გუნდია." - კიმპებე.
"ბაიერნი მხოლოდ ლევანდოვსკი არ არის. ის დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ მიუნხენელებს ჰყავთ ერთიანი გუნდი, რომელიც ნებისმიერი მოთამაშის გარეშეც შეუჩერებელია." - პოჩეტინო.