ფრანგული "პსჟს" პირველმა ნომერმა, კეილორ ნავასმა "ბაიერნთან" მატჩამდე მანუელ ნოიერზე ისაუბრა.
"ნოიერი დიდებული მეკარეა, თუმცა, ეს არ იქნება ჩვენი დუელი. ჩვენ არ ვთამაშოთ ჩოგბურთს და არც ერთმანეთს ვუპირისპირდებით ერთი-ერთზე."
"თანამედროვეობაში არაერთი დიდებული მეკარეა. საუკეთესოს ტიტულს ბევრი მათგანი იმსახურებს. ვფიქრობ, 5-6 მეკარის გამორჩევა შეიძლება." - აცხადებს ნავასი.
შეგახსენებთ, რომ "ბაიერნისა" და "პსჟს" 1/4 ფინალური ეტაპის პირველი მატჩი 7 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.