"პარისსენჟერმენის" 22 წლის ფეხბურთელმა, კილიან მბაპემ "ბაიერნთან" გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.
"პოჩეტინოს უნდოდა, რომ მე და ნეიმარს ბაიერნის ნახევარი კიმიხის გავლით გადაგვეკვეთა. მან ასევე მითხრა, რომ მომეძებნა თავისუფალი სივრცეები და სწორედ ამის საშუალებით გამიადვილდებოდა დაცვის ხაზის გარღვევა."
"ეს იყო მისი სათამაშო გეგმა. მე მივიღე ეს გამოწვევა და ვფიქრობ მწვრთნელის დავალებები კარგადაც შევასრულე."
შეგახსენეთ პირველ მატჩში პარიზელებმა გასვლაზე იმარჯვეს ანგარიშით 2-3, ხოლო განმეორებითი დაპირისპირება 13 აპრილს პარიზში გაიმართება.