მიუნხენის "ბაიერნის" რადარზე მადრიდის "ატლეტიკოს" ნახევარმცველი, მარკოს ლორენტე გამოჩნდა.
მოგეხსენებათ, მიუნხენიდან ტიაგო ალკანტარას წასვლის შემდეგ გუნდი აქტიურად ეძებს მის შემცვლელს და ერთ-ერთ ვარიანტად სწორედ ესპანელი ფეხბურთელი განიხილება.
ესპანური გამოცემების ინფორმაციით, "ბაიერნი" აქტიურად აკვირდება ლორენტეს ირგვლივ არსებულ სიტუაციას და იმ შემთხვევაში, თუ ის ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს, აუცილებლად ეცდება ტრანსფერის განხორციელებას.
როგორც ცნობილია, ლორენტეს დამატება "ბაიერნის" გარდა ასევე "მანჩესტერ იუნაიტედსა" და ფრანგულ "პსჟსაც" სურთ.