მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელის, რობერტ ლევანდოვსკის დამატებით კიდევ ერთი ევროპული გრანდი დაინტერესდა.
ფრანგული გამოცემა L'equipe-ს ინფორმაციით, ამჯერად 33 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი "პსჟს" სურს.
წყაროს ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ ზაფხულში პარიზელთა რიგებს კილიან მბაპე დატოვებს, მაშინ კლუბის პირველი სამიზნე სწორედ პოლონელი იქნება.
"პსჟს" ლევანდოვსკის შეძენა გასულ წლებშიც სურდა და არ გამოუვიდა. თუმცა, ახლა ფეხბურთელს "ბაიერნთან" კონტრაქტის ვადა უმცირდება, რაც მისი წასვლის შანსებს ზრდის.
შეგახსენებთ, რომ ლევანდოვსკის დამატება ლონდონის "ჩელსისაც" სურს.