მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა გერმანიის ნაკრებში დანიშვნის შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა.
"ყველაფერი ძალიან სწრაფად განვითარდა, თუმცა, მოხარული ვარ, რომ შემოდგომიდან ბუნდესნაკრების გაწვრთნას მოვახერხებ."
"სეზონი "ბაიერნში" სულ ახლახანს დამთავრდა და გასულ ორ წელიწადს ჯერ კიდევ დიდი ზეგავლენა აქვს ჩემზე."
"ვაპირებ, რომ ჩემი იდეები როგორც ეროვნულ ნაკრებს, ასევე ახალგაზრდულ გუნდებს გავუზიარო. თუმცა, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპის ჩემპიონატია და არა ის, თუ რა მოხდება შემოდგომით."
"ოლივერ ბირჰოფთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და დარწმუნებული ვარ, თანამშრომლობის შედეგად შევძლებთ ნაკრებისთვის საუკეთესო შედეგების მიღებას."
"იოახიმ ლიოვს წარმატებას ვუსურვებ მომავალ ტურნირზე. მან დაიმსახურა, რომ ბოლო ტურნირზე წარმატებით ათამაშოს ნაკრები." - აცხადებს ფლიკი.