გერმანული ბუნდესლიგის ოფიციალურმა საიტმა გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.
აღნიშნული ტიტული დორტმუნდის "ბორუსიას" ლიდერს, ერლინ ჰოლანდს ერგო, რომელმაც გამოკითხვაში პირველი ადგილი დაიკავა.
ნორვეგიელმა თავდამსხმელმა გასულ სეზონში ბუნდესლიგაში 28 მატჩი ჩაატარა და 27 გოლის გატანა მოახერხა.
ბომბარდირთა სიაში ჰოლანდი რობერტ ლევანდოვსკისა და ანდრე სილვას შემდეგ მესამე ადგილზე გავიდა.