გერმანული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალური მცველი, ჟერომ ბოატენგი იოახიმ ლიოვის ქმედებებით გაბრაზებულია.
კერძოდ, წყაროს ცნობით, გერმანიის ნაკრების დამრიგებელმა ვეტერან მცველს გასულ პერიოდში არცერთხელ არ დაუკავშირდა.
ჟერომს იმედი ჰქონდა, რომ ის ბუნდესნაკრებთან ერთად ევრო 2020-ზე გაემგზავრებოდა, თუმცა, ასე არ მოხდა.
გარდა ამისა, ბოატენგის სურვილი იყო, რომ ნაკრებიდან უარის შემთხვევაში ეს მისთვის პირადად ლიოვს ეცნობებინა და აეხსნა სიტუაცია, თუმცა, ამ უკანასკნელმა ეს არ მოიმოქმედა.
შეგახსენებთ, რომ ევრო 2020-ისთვის გერმანიის ეროვნულ ნაკრებში ვეტერანი ფეხბურთელები, თომას მიულერი და მატს ჰუმელსი დაბრუნდნენ.