გერმანიისა და საფრანგეთის ნაკრებების დაპირისპირების დროს ბენჟამინ პავარმა თავის დაზიანება მიიღო.
ფრანგმა მცველმა თამაშის შემდეგ პრესასთან ამ ტრავმის შესახებ ისაუბრა.
"ნამდვილი შოკური ჯოჯოხეთი გამოვიარე. 10-15 წამის განმავლობაში ნოკაუტში ვიყავი. ამის შემდეგ ყველაფერი დალაგდა." - აცხადებს პავარი.
შეგახსენებთ, რომ ბუნდესნაკრები ხსენებულ მატჩში 1-0 დამარცხდა. მომდევნო შეხვედრას ლიოვის გუნდი შაბათს, პორტუგალიის წინააღმდეგ ჩაატარებს.