უეფამ მანუელ ნოიერის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება ცისარტყელას ფერებში არსებულ კაპიტნის სამკლაურს.
როგორც ირკვევა, მანუელ ნოიერს ეს სამკლაური ევრო 2020-ის მიმდინარეობისას ეკეთა, ეს კი უეფას წესების მიხედვით აკრძალულია და პოლიტიკურ ნიშნად ითვლება.
როგორც ცნობილია, გერმანიის ნაკრებს ნებართვა UEFA-სგან უნდა აეღო, რაც არ გაუკეთებიათ.
შესაბამისი მოცემულობიდან გამომდინარე, ბუნდესნაკრებს ჯარიმა ემუქრება. შეგახსენებთ, რომ ეს სამკლაური განსხვავებული ორიენტაციის მქონეთა დაცვის და სოლიდარობის ნიშანია.