გერმანიის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი, იოახიმ ლიოვი უნგრეთის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაზე საუბრობს:
"ყველა პატარა ნაკრებმა ისწავლა გუნდურად თამაში, ისინი ბოლომდე იბრძვიან და არცერთ მეტოქეს არ უშინდებიან, ამიტომაც სულაც არ მიკვირს უნგრეთის ასეთი მაღალი დონის პერფორმანსი, მათ 1 ქულა ნამდვილად დაიმსახურეს."
"გარკვეული შეცდომები გვქონდა, თუმცა, სულისკვეთება ვაჩვენეთ. ბოლომდე ვიბრძოდით სასურველი შედეგის მოსაპოვებლად, რაც კარგია."
"1/8 ფინალში გარანტირებულად ვართ, ამიტომაც ახლა უკვე ინგლისთან მატჩისთვის უნდა დავიწყოთ მზადება."
შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, ფრედ დასრულდა ანგარიშით 2:2.