"მიუნხენ 1860-ის" მთავარმა მწვრთნელმა, დენის ბუშუევმა, Sportbox.ru-სთან ინტერვიუში ქართველ ტალანტზე ისაუბრა და მის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
"იმსახურებს თუ არა ხვიჩა გერმანიის ბუნდესლიგაში თამაშს? რა თქმა უნდა, კი ის იმ ფეხბურთელთა სიას მიეკუთვნება როგორებიც რობენი და რიბერი არიან, ქართველს თავისუფლად შეუძლია გერმანიის ტოპ-5 კლუბში იასპარეზოს. ხვიჩას გიჟური ტექნიკა აქვს და მეტოქის კარზეა დაგეშილი. გერმანიის ჩემპიონატში ასეთი მოთამაშეების რაოდენობამ იკლო და ვფიქრობ, ხვიჩას აქ ასპარეზობა არ გაუჭირდება.“
შეგახსენებთ, რომ 2020-21 წლების სეზონში ხვიჩამ „რუბინის“ მაისურით 23 შეხვედრა ჩაატარა და მის ანგარიშზე 4 გოლი და 8 შედეგიანი გადაცემაა. ქართველ ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს, თუმცა უცხოური პრესის ინფორმაციით, დიდი შანსია, ამ ზაფხულს ყაზანი დატოვოს.