სანჩესი: "მსურს მიუნხენში თქვან - სწორედ ამიტომ ვიყიდეთ რენატუ"

სანჩესი: "მსურს მიუნხენში თქვან - სწორედ ამიტომ ვიყიდეთ რენატუ"

მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა ნახევარმცველმა, რენატუ სანჩესმა ემოციური განცხადება გააკეთა.

"ჩემი პირველი სეზონი მიუნხენში არ იყო იდეალური. მახსოვს, რას ამბობდა ხალხი. ის ფლოპია, სასწრაფოდ გაყიდეთ სანამ შანსი გვაქვს, არაფერი გამოუვა."

"არ ვწუწუნებ, უბრალოდ მეც ადამიანი ვარ და შეიძლება ზოგჯერ ყველაფერი ისე არ წავიდეს, როგორც მინდა. მამაჩემი ყოველთვის მიმეორებდა: "შენ მებრძოლი ხარ, მებრძოლები არასდროს ნებდებიან. ისინი იბრძვიან მაშინაც კი, როდესაც ყველას დამარცხებული ჰგონია." ვიცი, რომ ბევრმა ჩამომწერა."

"გასულ წელს ბაიერნში კიდევ ერთხელ თამაში განსაკუთრებული შეგრძნება იყო. ვფიქრობდი, რომ ახლიდან დავიწყე მიზნების პოვნა. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ყველაფრის მოგება მინდოდა, ოქროს ბურთის, ჩემპიონთა ლიგის. ეს ოცნებები ახლაც მაქვს."

"მსურს, რომ კარგ ფორმაში ვიყო, მსურს რომ ბევრი დრო გავატარო მინდორზე, მსურს, რომ მიუნხნეში ხალხმა თქვას: "აი სწორედ ამიტომ ვიყიდეთ რენატუ სანჩესი." - აცხადებს პორტუგალიელი.


28-06-2021, 18:56
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 42 7 35 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0