თბილისი, ქუთაისი, ბათუმი - "ნიკოს" და RESPONSIBLE.GE-ს პროექტი გრძელდება

თბილისი, ქუთაისი, ბათუმი - "ნიკოს" და RESPONSIBLE.GE-ს პროექტი გრძელდება

თბილისი, ქუთაისი, ბათუმი - 'ნიკოს' და RESPONSIBLE.GE-ს პროექტი გრძელდება
მასშტაბური კედლების შემდეგ მოძრაობა "ნიკო" კალათბურთის სტადიონების მოხატვას შეუდგა. ქუჩის ხელოვნების მოძრაობა "ევროპაბეთის" პასუხისმგებლიანი თამაშის პლატფორმის Responsible.ge პარტნიორი გახდა. თანამშრომლობის ფარგლებში უბნის სპორტული მოედნები „ნიკოს“ ორგანიზებით გიგანტური ნახატებით დაიფარა. კალათბურთის სტადიონები ცნობილმა არტისტებმა მოხატეს.
 
ქუჩის ხელოვნებისა და სპორტის გამაერთიანებელი სივრცე ქვეყნის მასშტაბით ჯამში 5 მოედანი გახდება. პროექტის ფარგლებში უკვე მოიხატა 3 სხვადასხვა მოედანი 3 სხვადასხვა ქალაქში - ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში. პროექტის მიზანი ერთგვარი ქუჩის გალერეებისა და ახალი ღირსშესანიშნაობების შექმნის გარდა, უბნის სტადიონების გაცოცხლება და სამოყვარულო კალათბურთის პოპულარიზებაა.
 
თბილისი
 
პირველი სტადიონი თბილისში, ვაზისუბანში, სანდრო ციცქიშვილმა (ციცქო) მოხატა. 145 ლიტრი საღებავით საკალათბურთო მოედნის 198-კვადრატულმეტრიანი ფართობი დაიფარა. სტადიონზე გამოსახულია პორტრეტი, რომელიც სანდროს და დანტეს კოლაბორაციული ხატვის დროს შეიქმნა. ხატვის პროცესი დაახლოებით 2 კვირა გაგრძელდა, რადგან ესკიზი სტადიონზე ტექნიკურად საკმაოდ რთული გადმოსატანი იყო.
 
სტადიონი ვაზისუბანში - მხატვარი: სანდრო ციცქიშვილი (ციცქო)
 
"სტადიონის მოხატვა ძალიან საინტერესო გამოწვევა იყო, რადგან მუშაობა გვიწევდა ზედაპირზე, რომელზეც ჩვენთვითონ ვიდექით. ვერტიკალური კედლებისაგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში საერთო სურათის დანახვა რთული იყო. დროდადრო საჭირო იყო დრონის გამოყენება, რათა დაგვენახა, თუ რა ეტაპზე იყო ნამუშევარი და ხომ არ იყო რაიმე შეცდომა დაშვებული. საბოლოო ჯამში მიღებულმა სურათმა გვიჩვენა, რომ რაც უფრო რთულია გამოწვევა, მით უფრო ეფექტურია შედეგი. მთავარი სათქმელი არის მოწოდება, კოლაბორაციისკენ და ერთობისკენ, ამას კალათბურთის სტადიონიც კარგად უზრუნველყოფს მაშინ, როდესაც მასზე სხვადასხვა ადამიანები იკრიბებიან და კალათბურთს თამაშობენ", - ამბობს ციცქო.
 
ციცქოიგივე სანდრო ციცქიშვილი - 30 წლისარტ დირექტორისწავლობდა სამხატვრო აკადემიაშირესტავრაციის ფაკულტეტზეთუმცა სწავლა ბოლომდე არ მიუყვანიაშემდეგ მოხვდა ლონდონში, Central st.Martins College -შისადაც გრაფიკული დიზაინის ბნელ კუთხეებში საფუძვლიანად შეიჭყიტაუკანასკნელი 11 წლის განმავლობაში უმუშავია ასობით სარეკლამო პროექტზემოუგია ბევრი პრესტიჟული და ნაკლებად პრესტიჟული ჯილდოდღეს ფიქრობსრომ გააფართოოს ვიზუალური დისციპლინების დიაპაზონი და ამჯერად თავი ქუჩის მხატვრობაში გამოცადოს.
 
https://www.facebook.com/streetartniko/videos/162675032555686
 
 
ქუთაისი
 
ქუთაისის მოედანზე ავსტრიელმა მხატვარმა მანუელ სკირლმა იმუშავა. არტისტს მოედანზე სამუშაოების შესასრულებლად 3 დღე დასჭირდა. საერთო ჯამში, ქუთაისში 220 ლიტრი საღებავი გამოიყენეს. მხატვარმა ესკიზის შესრულებისას თავისი კლასიკური სტილი გამოიყენა.

სტადიონი ქუთაისში - მხატვარი: მანუელ სკრილი


"ჩემი ინსპირაცია, რა თქმა უნდა, ესკიზი იყო. ვცდილობდი, გეგმას მივყოლოდი, თუმცა იმპულსურიც ვარ. ამინდის გათვალისწინებით ნახატის დასრულებას 3 დღე დასჭირდა. ეს შეუძლებელი იქნებოდა კარგი ორგანიზებისა და საოცარი დახმარების გარეშე. ეს ჩემთვის მოედნის ზედაპირის მოხატვის პირველი შემთხვევა იყო და უნიკალური გამოცდილება მივიღე," - განაცხადა ავსტრიელმა მხატვარმა.
 
მანუელ სკრილი დაიბადა ავსტრიაშივენაშიმუშაობდა გრავიურებზე და საბავშვო ბაღშიგრაფიტებს თინეიჯერობის ასაკიდან ხატავს.
 
ბათუმი
 
კრისტიან ჰინცმა, იგივე "კერამ", პროექტის ფარგლებში მესამე სტადიონი ქალაქ ბათუმში მოხატა. გერმანელი მხატვრის ნამუშევარი არის აბსტრაქტული და გეომეტრიული. იგი თამაშობს ფორმებით და დინამიკით, რათა მიიღოს ძლიერი და ჰარმონიული სურათი, რომლის მთლიანი დინამიკა მიმართულია კალათისკენ. "კერამ" ბათუმის მოედნის მოხატვისას 208 კვადრატულ მეტრზე 165 ლიტრი საღებავი გამოიყენა.
 

სტადიონი ბათუმში - მხატვარი: კრისტიან ჰინცი
 
"ნამუშევრის დასასრულებლად 6 დღე დამჭირდა, თუმცა პირველი დღეები წვიმიანი იყო და ხშირად მიწევდა შეჩერება. ჩემი ინსპირაცია მოთამაშეთა დინამიკა იყო. ბევრი სხვადასხვა მოთამაშე, რომლებსაც ერთიდაიგივე სურთ. იმისთვის, რომ ბურთი კალათში ჩააგდონ ისინი თამაშობენ ერთად და ამავდროულად მარტო. ამიტომ, ჩემი გამოსახული ფორმები ცდილობენ, იგივე გააკეთონ. კიდევ ერთი ინსპირაციის წყარო კი მიმდებარე შენობები და ლანდშაფტი გახლდათ, საიდანაც ფერები ავიღე, რათა ნაცნობი განცდა მქონოდა. ეს ახალი და ფანტასტიკური გამოცდილება იყო - კედლის მხატვრობისგან განსხვავებული. კალათბურთის მოედნებზე თამაშის დროს შეგიძლია, დაუკავშირდე ნამუშევრებს. ეს ახალი სასიამოვნო გრძნობაა ჩემთვის", - ამბობს კრისტიან ჰინცი.
 
კრისტიან ჰინციიგივე "კერა", 1985 წელსბერლინში დაიბადაუკვე 20 წელზე მეტია მუშაობს ფერებისბეჭდვის ტექნიკასა და ფასადების დიზაინზე და ფერწერაზემისი ნამუშევრები გეომეტრიული და აბსტრაქტულიამაგრამ ამავე დროს სივრცული. "კერასნამუშევრებზე დიდ გავლენას ახდენს თავისი გრაფიკული დიზაინის კვლევებისწორი ხაზების სტრუქტურისა და ზედაპირის გატაცება. 2012 წლიდან კრისტიანი მუშაობს როგორც თავისუფალი მხატვარი და კითხულობს ლექციებს ბერლინის ხელოვნების სკოლაში.    
 
პროექტის ფარგლებში საერთო ჯამში 4 სტადიონის მოხატვის გეგმაა გაწერილი. მეხუთე სტადიონის ლოკაციის წარდგენის და არჩევის შესაძლებლობა კი საზოგადოებას ექნება. მოძრაობა "ნიკოსა" და responsible.ge-ს გადაწყვეტილებით, ზაფხულში პროექტის ბოლო სტადიონი ფეისბუქ გვერდზე ხმის მიცემით გამოვლინდება.
 
სანდრო კვანტალიანი („ნიკოს“ დამფუძნებელი): მოედნების მოხატვის დროს სახალისო სტატისტიკას ვაწარმოებდით. სამივე მოედნის გაწმენდას 154 საათი მოვანდომეთ. დაახლოებით 11 საათი დაიხარჯა გამვლელების ხუმრობების მოსმენაში. 25 წუთი მოვანდომეთ იმის მტკიცებას ვაზისუბანში, რომ კობი ბრაიანტს არ ვხატავთ. ჯამში 11-ჯერ გაგვიწვიმდა და მოგვიწია სამუშაოების შეწყვეტა. ხატვების მიმდინარეობისას ვითამაშეთ 25 პარტია „მინუს-ხუთი“, 3 ხელი კალათბურთი და 1 ფეხბურთიც ქუთაისში, სადაც ჩვენმა მხატვარმა დუბლით დააწინაურა ჩვენი გუნდი. დაგვპატიჟეს 52 ფინჯან ყავაზე... 
 
„ნიკოს“ სპეციფიკიდან გამომდინარე დაარსების დღიდან კარგად იცნობს საზოგადოება. ჩვენ არამარტო ვაფერადებთ ქალაქებს, არამედ ვქმნით ისეთ პლატფორმას, სადაც დამწყებ თუ გამოცდილ ხელოვანებს საშუალება აქვთ, წარმოაჩინონ თავიანთი ნამუშევრები და ამავე დროს ქალაქებს ახალ-ახალი ღირსშესანიშნაობები შემატონ."
 
Responsible.ge "ევროპაბეთისპასუხისმგებლიანი თამაშის პლატფორმააკომპანია პასუხისმგებლიანი თამაშის ევროპული მოდელის დანერგვას ინდუსტრიაში 2019 წლის ბოლოდან ცდილობს. "ევროპაბეთისპასუხისმგებლიანი თამაშის პოლიტიკა სამ მიმართულებას მოიცავსესაა პასუხისმგებლობა ბიზნესშიპასუხისმგებლობა კომუნიკაციაში და პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართკორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კომპანია პროექტებს თითოეული მიმართულებით ახორციელებს.


29-06-2021, 23:11
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 20 5 14 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 9 1 5 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 7 0 5 2
4
კინგსლი კომანი
გოლი: 4 0 3 1
5
ლეროი სანე
გოლი: 3 1 1 1
1
ჰარი კეინი
ასისტი: 9 0 6 2
2
სერჟ გნაბრი
ასისტი: 4 1 2 1
3
მაიკლ ოლისე
ასისტი: 3 0 2 1
4
თომას მიულერი
ასისტი: 3 0 2 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 3 2 1 0
1
იოზუა კიმიხი
2 0 1 0 1
2
ჰარი კეინი
1 0 0 1 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 0 0 2 0