მიუნხენის "ბაიერნი" კინგსლი კომანთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას ვერ ახერხებს.
გერმანული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები ჩიხშია შესული და არ არის გამორიცხული, დავიდ ალაბას სიტუაცია განმეორდეს.
როგორც ცნობილია, პირველად ალაბას კონტრაქტზე მოლაპარაკებები მაშინ დაიძაბა, როდესაც ჰასან სალიჰამიჯიჩმა მის აგენტს, პინი ზაჰავს უყვირა. წყაროს ცნობით, ასეთივე დაძაბული სიტუაციაა კლუბსა და კინგსლი კომანის წარმომადგენლებს შორის.
ფეხბურთელი ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ აპირებს. თავის მხრივ კი "ბაიერნი" მას 90 მილიონ ევროზე ნაკლებად არ შეელევა.
შესაბამისად, არ არის გამორიცხული, საბოლოოდ კლუბმა ფეხბურთელი კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით გაუშვას. ეს კი 2023 წელს მოხდება.