დღეს ცნობილი გახდა იმ ფეხბურთელთა სია, რომლებიც დიდი ალბათობით ამ სეზონში "ბაიერნის" ფეხბურთელები აღარ იქნებიან.
გერმანული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, უკვე გადაწყვეტილია, რომ ბატისტა-მეიერი, კუისენსი და სარი ის ფეხბურთელები არიან ვის გაყიდვასაც აპირებს მიუხენური გუნდი.
რაც შეეხება, ტოლისოსა და ზირკზეს, გერმანეები მათ დიდი ალბათობით იჯარის წესით გაუშვებენ.
შეგახსენებთ, რომ ზირკზემ გასული სეზონი "პარმას" რიგებში გაატარა იჯარით.