"მიუნხენის ბაიერნის" 26 წლის ნახევარმცველი, იოზუა კიმიხი, "რეკორდმაისტერში" თავისი ძველი კონტრაქტის პირობებზე ყოყმანობს და კლუბისგან უფრო მეტ გასამრჯელოს ითხოვს.
კიმიხმა და "ბაიერნის" პრეზიდენტმა, ჰასან სალიჰამიჯიჩმა, პირველი მოლაპარაკებები უკვე გამართეს, გერმანელი ფეხბურთელი თვლის, რომ ის მიუნხენური კლუბისგან წელიწადში 20 მილიონ ევროს იმსახურებს და სწორედ ამ მოთხოვნით დაადგა პირზე გუნდის პრეზიდენტს.
ძალიან მალე ეწურება კონტრაქტი "ბაიერნის" კიდევ ერთ ფეხბურთელს, ლეონ გორეცკას, რომელიც კიმიხზე მეტად ასაკოვანია და ჯერ არ არის ცნობილი რა მოხდება მასთან დაკავშირებით, კიმიხს კი გუნდთან კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს, ამიტომ სალიჰამიჯიჩს ჯერ კიდევ აქვს დრო კიმიხის მოთხოვნაზე იფიქროს და დააკმაყოფილოს კიდევაც ის.