იულიან ნაგელსმანმა "აიაქსთან" მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა, სადაც მოთამაშეებზე და ზოგად საკითხებზე ისაუბრა.
"ზოგადად ფეხბურთელების გამოყოფა არ მიყვარს, მაგრამ, რადგან არის შეკითხვები, მათ უნდა ვუპასუხო."
"ზირკესთან საუბარს არ ვაპირებ, იმედი მაქვს, ოფიციალურ მატჩებში ის უფრო სერიოზულად მოეკიდება საქმეს. მან იცის საკუთარი შეცდომის შესახებ და ვიცი, რომ გამოასწორებს."
"გნაბრი აუცილებლად დაისვენებს. მან შესაძლოა "გლადბახის" წინააღმდეგ 20 წუთი მაინც ითამაშოს, თუმცა სანაკრებო ტურნირზე თამაშის შემდგომ ჩვენმა ლიდერებმა აუცილებლად უნდა დაისვენონ."
"მაყურებლებიდან ყველაზე ხმაურიანები ისინი იყვნენ, ვინც ჩემს წარსულში დაბრუნებას სკანდირებდნენ. მე მესმის მათი, "ბაიერნი" და "1986" მტრობენ და შესაბამისად გულშემატკივრების ემოციაც ბუნებრივია. ცხოვრება ასეთია, ყველას ვერ ეყვარები, თუმცა ვცდილობ, რომ ტოლერანტი ვიყო."
"ტრანსფერებთან დაკავშირებით გერმანული კლუბები და ჩვენც სხვა ქვეყნის კლუბებს ვერ შევედრებით. სიმართლე ისაა, რომ სხვებს მეტი ფული აქვთ, რეკლამები, სატელევიზიო შოუები... მოკლედ პანდემიაც, რომ არ ყოფილიყო, ჩვენ მაინც ვერ გადავიხდიდით სხვებივით ასტრონომიულ თანხებს.", - განაცხადა ნაგელსმანმა.