ბოლო პერიოდში აქტიურად მიდის საუბრები იმის შესახებ, რომ რობერტ ლევანდოვსკიმ შესაძლოა "ბაიერნი" დატოვოს.
ამასთანავე ერლინგ ჰალანდს მიუხენურ კლუბს აქტიურად უკავშირებენ და მედია მას პოლონელი თავდამსხმელის სავარაუდო შემცვლელეად განიხილავს.
ჰერბერტ ჰაინერმა დააფიქსირა საკუთარი აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ იქნებოდა, თუ არა ნორვეგიელი ლევანდოვსკის საუკეთესო შემცვლელი.
"ამ დროისათვის ჩვენ არ ვეძებთ საუკეთესო შემცველს, რადგან ვიცით, რომ ლევანდოვსკი ჩვენთვის კიდევ ორი წეი ითამაშებს. აი, როცა ის წავა ამ დროის შემდეგ, მერე ვიფიქრებთ საუკეთესო შემცვლელზე.", - განაცხადა აღმასრულებელი საბჭოს წევრმა.