გერმანიის ნაკრები ტოკიო 2020-ზე ძალიან გადახალისებული შემადგენლობოთ გავიდა და ამან გუნდის შედეგებზეც იმოქმედა.
ბუნდესნაკრები ჯგუფში ბრაზილიის, საუდის არაბეთის და კოტდიუვარის ოლიმპიურ ნაკრებებთან ერთად ასპარეზობდა და 4 ქულით მე-3 ადგილზე გავიდა, რაც პლეი-ოფში სათამაშოდ საკმარისი არ აღმოჩნდა.
გერმანელებმა ბრაზილიის ოლიმპიურ ნაკრებთან 4-2 წააგეს, ხოლო შემდეგ საუდის არაბეთს 3-2 სძლიეს, ბოლოს კი კოტდიუვართა ვერ მოიგო და 1-1 ითამაშა, რაც ჯგუფში ჩარჩენის განმაპირობებელი აღმოჩნდა.
პლეი-ოფში საინტერესო წყვილები მივიღეთ: მასპინძელი, იაპონია ახალ ზელანდიას დაუპირისპირდება, ესპანეთი კი ხსენებულ კოტდიუვართან ითამაშებს. ქვედა ბადეში კი სამხრეთ კორეა და მექსიკა შეხვდებიან და ასევე ბრაზილია ეგვიპტესაც ვიხილავთ.