"ბაიერნსა" და ლონდონის "ჩელსის" შორის 16 წლის ემრან სოგლოს გარშემო მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ემრან სოგლო "ჩელსის" აკადემიის აღზრდილი გახლავთ, თუმცა მას კვირის ბოლოს გუნდთან კონტრაქტი უმთავრდება.
ის ამ კვირაში "ბაიერნის" აკადემიაში დაიწყებს მომზადებას. საბოლოო გადაწყვეტილება მის დარჩენა-არ დარჩენასთან დაკავშირებით მიღებული არ არის, თუმცა სოგლოს ალიანს არენაზე თამაშს ურჩევენ.
FussballTransfers-თან ფეხბურთელის აგენტმაც ისაუბრა: "ბაიერნთან" მოლაპარაკებები მიმდიანრეობს, თუმცა არაფერია გადაწყვეტილი. ასევე ვესაუბრებით სხვა ევროპულ კლუბებს. ჩვენ გავაკეთებთ გონივრუ არჩევანს და სოგლოს კარიერისათვის მაქსიმალურად მართებულ გუნდს ავარჩევთ."
სოგლო ნახევარმცველია, რომელსაც ცენტრში, 10 ნომერზე და ფლანგზეც შეუძლია თამაში.