როგორც მოგეხსენებათ, იოზუა კიმიხი და "ბაიერნი" ახალი კონტრაქტის პირობებზე ვერ თანხმდებოდნენ. გერმანელი ფეხბურთელი თავისი დაბალი ხელფასის გამო გაუნაწყენდა კლუბს და მომატება მოსთხოვა, "რეკორდმაისტერმა" კი ბევრი ფიქრის შემდეგ იოზუას გუნდში დარჩენის სანაცვლოდ სურვილი აუსრულა.
ამიერიდან იოზუა კიმიხი "ბაიერნისგან" წელიწადში 20 მილიონ ევროს მიიღებს, თანაც გადასახადების გარეშე, ასევე ის გახდება მიუნხენური კლუბის ერტ-ერთი მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი, აღსანიშნავია, რომ გუნდში მასზე მეტი ხელფასი, წელიწადში 26 მილიონი, მხოლოდ რობერტ ლევანდოვსკის აქვს.
შეგახსენებთ, კიმიხს "ბაიერნთან" კონტრაქტი 2023 წელს ეწურება და ძველი პირობებით მისი გუნდიდან წასვლა გარდაუვალი იყო, მაგრამ ახლა ასეთი ხელფასის შეთავაზების შემდეგ სავარაუდოდ ის "რეკორდმაისტერში" დარჩება.