როგორც უკვე გაცნობეთ, დიდი ალბათობით, ბაიერნს ამ ზაფხულს ტოლისოს გარდა, მინიმუმ 3 ფეხბურთელი კიდევ დატოვებს.
ცხადია, კლუბი ახალი ფეხბურთელების ძიებაშია და მათთან მოლაპარაკებებსაც აწარმოებს ..
ფრანგული Lequipe-ს თუ დავუჯერებთ, მიუნხენელები პსჟ-ს ფეხბურთელის, ტილო კერჰერის შეძენას აპირებენ. გერმანელი მცველით გაძლიერება ოლივერ კანსა და ჰასან სალიჰამიჯიჩს ძალიან სურთ.
ბაიერნსა და კეჰრერის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გასულ პარასკევს, გლადბახთან თამაშის წინ გაიმართა.
ბავარიელები მზად არიან ფეხბურთელში 12 მილიონი ევრო გადაიხადონ. კერჰერის დიდი სურვილია, რომ ტრანსფერი წარმატებით დაიხუროს.