ბუნდესლიგის მეორე ტურის მატჩში, მიუნხენის ბაიერნმა შინ კიოლნი მიიღო და რთულ ბრძოლაში, 3:2 სძლია.
გამარჯვების შემდეგ, ჟურნალისტებთან ინტერვიუ ბაიერნის თავკაცმა იულიან ნაგელსმანმაც გააკეთა:
'ფეხბურთის შედეგების სპორტია და მატჩის ბოლოს, შედეგი ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა. ეს იყო "ველური" თამაში, რომელსაც ჰქონდა გარკვეული პარალელები გლადბახთან თამაშთან. ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი და გასაუმჯობესებელი. ძალიან ხშრად ვკარგავდით ბურთს, შეგვეძლო უკეთ გვეთამაშა.' - განაცხადა ნაგელსმანმა.