მიუნხენის ბაიერნმა იოზუა კიმიხს კონტრაქტი 2025 წლამდე გაუხანგრძლივა. გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი ბაიერნს ლაიპციგიდან - 2015 წელს შეუერთდა.
კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ, იოზუა ბაიერნის პრესს-სამსახურს ესაუბრა:
'კონტრაქტის გახანგრძილევბის მთავარი მიზეზი ის გახლავთ, რომ მე ბაიერნში გატარებული ყოველი დღით შემიძლია სიამოვნება მივიღო. მე მყავს გუნდი რომელთან ერთადაც ყველაფრის მიღწევა შემიძლია, ამასთან ბევრი ჩემი თანაგუნდელი ნამდვილი მეგობარი გახდა. პირველ რიგში, ამიტომაც დავიწყე ფეხბურთის თამაში - რადგან, ეს სახალისო უნდა იყოს.
ჯერ კიდევ არ ვფიქრობ, რომ განვითარების ბოლო ეტაპზე ვარ და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წლებში ბაიერნთან ერთად ბევრი შესაძლებლობა მომეცემა.
ამას გარდა, ჩემი ოჯახი აქ თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში. მიუნხენი ჩვენთვის მეორე სახლი გახდა. იმ შეხამებას, რაც აქ გვაქვს, მთელს მსოფლიოში ვერ იპოვით.' - განაცხადა
ბაიერნში გატარებული პერიოდის განმავლობაშ, კიმიხმა გუნდთან ერთად 264 მატჩი ჩაატარა, სადაც თავი 30 გოლით გამოიჩინა. 26 წლის ფეხბურთელთან ერთად, რეკორდმაისტერმა 6 ბუნდესლიგის ტიტული, 3 გერმანიის თასი, ჩემპიონთა ლიგა, 5 გერმანიის სუპერ-თასი, ფიფას მსოფლიო საკლუბი ჩემპიონატი და უეფას სუპერთასი მოიგო.