მიუნხენის ბაიერნის შემტევმა ტომას მიულერმა ლერო სანეს მხარდაჭერა გამოუცხადა, რომელსაც კიოლნთან მატჩში გულშემატკივრები უსტვენდნენ..
'ეს ის არ არის, რაც გვინდა რომ ხდებოდეს, ყოველივე ეს ძალიან არასასიამოვნოა. ქომაგების მხრიდან უფრო მეტ მხარდაჭერას ველოდები, ეს ერთადერთი სწორი გზაა.
მეორეს მხრივ - ჩვენ ფეხბურთელებსაც უნდა შეგვეძლოს ამასთან გამკლავება რაღაც დოზით. ფეხბურთელები ყოველთვის საზოგადოებრივი დაკვირვების ქვეშ ვიმყოფებით. ჩვენგან ყოველტვის ბევრს ელიან და როცა საქმე კარგად მიდის, ქომაგებიც კარგად გვიდდგანან გვერდში. საბოლოოდ, ამ თემასთან გამკლავება ორივე მხარემ უნდა ისწავლოს.
ლეროის აუცილებლად ექნება მხარდაჭერა გუნდში და მე იმდეი მაქვს, რომ ეს მხარდაჭერა ტრიბუნებსაც გადაეცემა.' - განაცხადა მიულერმა.
ასევე: ბაიერნის ფანები სანეს უფსტვენდნენ - ნაგელსმანმა ამ ფაქტზე კომენტარი გააკეთა