ლეონ გორეცკა ბაიერნში 100%-ით რჩება, თანაც გრძელვადიანი პერსპექტივით.
გუნდი და ფეხბურთელი ახალ კონტრაქტზე შეთანხმდნენ და მას უახლოეს დღეებში ოფიციალურადაც გააფორმებენ. გორეცკა ახალი კონტრაქტის თანახმად, ბაიერნში 2026 წლამდე დარჩება, რაც იოზუა კიმიხის კონტრაქტზე ერთი წლით მეტია.
შეგახსენებთ, 26 წლის ფეხბურთელის დამატებით პრემიერ ლიგის ბინადარი მანჩესტერ იუნაიტედი იყო დაინტერესებული, მაგრამ როგორ ჩანს, მხარეები ტრანსფერის დეტალებზე ვერ შეთანხმდნენ.
გერმანელმა ფეხბურთელმა ბაიერნში ჩატარებულ 115 შეხვედრაში თავი 25 გოლითა და 26 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.