ხვალ, გერმანიის ბუნდესლიგის მესამე ტურის შეხვედრაში, ბაიერნი ჰერტას უმასპინძლებს.
მატჩამდე ერთი დღით ადრე, ჟურნალისტების შეკითხვას ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა უპასუხა. სხვა საინტერესო თემებთან ერთად, ნაგელსმანმა მოსალოდნელ ტრანსფერებზეც ისაუბრა:
'ამ საკითხში სრულიად ნეიტრალური ვარ. თუ თქვენ დიდი მოლოდინები გაქვთ, იმედგაცრუებული დარჩებით.
ჩვენ, ჩვენს საქმეს ვაკეთებთ და ყველა შესაძლო ვარიანტს განვიხილავთ. აქ საუბარი არ არის მხოლოდ ახალი მოთამაშეების დამატებაზე, არამედ გვსურს მიმდინარე გუნდის შენარჩუნება.' - განაცხადა ნაგელსმანმა.