გუშინ, თურქეთის ქალაქ სტამბულში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც მიუნხენის ბაიერნის მეტოქეები გაირკვა.
ბაიერნი E ჯგუფში შემდეგ გუნდებთან ერთად იასპარეზებს: ბარსელონა (ესპ), ბენფიკა (პორ) და დინამო კიევი (უკრ).
წილისყრა ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა როლანდ კუმანმა შეაფასა:
'ბაიერნი ორი წლის წინანდელი ცუდი მოგონებაა. ეს გუნდია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ისწრაფვის, მათ დიდებული და გამოცდილი მოთამაშეები ყავთ.
ვფიქრობ, ვფიქრობ, პირველი ადგილისთვის ბრძოლა ჩვენს, ბაიერნსა და ბენფიკას შორის იქნება.' - განაცხადა კუმანმა.