ხვალ, 28 აგვისტოს, ბუნდესლიგის მესამე ტურის მატჩში ბაიერნი ჰერტას უმასპინძლებს.
გერმანული გამოცემა Bild-ი, აღნიშნული შეხვედრისთვის, ბაიერნის სავარაუდო სასტარტო თერთმეტეულს აქვეყნებს. გამოცემის მტკიცებით, გერმანული კლუბი 4-2-3-1 სქემით ითამაშებს.
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - სტანისიჩი, უპამეკანო, ზულე, დეივისი - კიმიხი, გორეცკა - გნაბრი, მიულერი, მუსიალა - ლევანდოვსკი.