ცოტა ხნის წინ დასრულდა გერმანიის ბუნდესლიგის მესამე ტურის მატჩში, სადაც ბაიერნმა ჰერტას უმასპინძლა და 5:0 გაანადგურა.
ჩვენი გუნდიდან ჰეთ-თრიკი რობერტ ლევანდოვსკიმ გაიფორმა და ბაიერნის მაისურით თავისი მე-300-ე გოლიც გაიტანა. თითო-თითო გოლით თავი მიულერმა და მუსიალამ გამოიჩინეს.
მატჩის დასრულების შემდეგ, რობერტ ლევანდოვსკი ჟურნალისტებს ესაუბრა:
'მე არ ვფიქრობ რეკორდების დამყარებაზე. უბრალოდ, ყოველი თამაშის დაწყების წინ ჩემს ამოცანაზე ვარ ორიენტირებული. როცა გუნდი კარგად თამაშობს, ამით მეც ვსარგებლობ და ყოველთვის სიამოვნებით ვეხმარები გუნდს.' - განაცხადა პოლონელმა თავდამსხმელმა.