მიუნხენის ბაიერნის და პოლონეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი მშობლიურ ნაკრებთან ერთად სექტემბრის მატჩებისთვის ემზადება.
33 წლის ფორვარდმა პოლონეთის ნაკრების სახელით პრესკონფერენცია გამართა, სადაც მას ჟურნალისტებმა LGBT თემის მხარდასაჭერად ამავე სამკლაურის გაკეთებაზე კითხეს, რაზეც პოლონელმა ასე უპასუხა:
'ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ, თითოეულ ადამიანს გააჩნია ემოციები და ღირებულებები, რომელიც მხარდაჭერილი უნდა იყოს. არ მგონია, რომ სამკლაურის გაკეთებაზე პრობლემა შემექმნას..' - განაცხადა პოლონელმა თავდამსხმელმა.
შეგახსენებთ, რობერტ ლევანდოვსკი პოლონეთის ნაკრების კაპიტანია.