2 სექტემბერს, საღამოს 22:45 საათზე გერმანიის ეროვნულლი ნაკრები ლიხტენშტაინთან გასვლაზე მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს გამართავს.
სამწუხაროა, მაგრამ აღნიშნულ შეხვედრაში დიდი ალბათობით ბაიერნის 2 ლიდერი - მანუელ ნოიერი და ტომას მილუერი ვერ მიიღებენ მონაწილეობას.
ნაკრების დღევანდელი ვარჯიში ორივე ფეხბურთლმა გამოტოვა, ნოიერმა ტერფის პრობლემის გამო, ხოლო მიულერმა ადუქციური კუნთების პრობლემის გამო (ბარძაყის შიდა მხარეს არის მსგავსი კუნთები).
როგორც გერმანული პრესა იტყობინება, მიულერის თამაში საეჭვოა, მაგრამ ნოიერი უდიდესი ალბათობით ლიხტენშტაინთან მატჩში მონაწილებას არ მიიღებს.