საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ინსტაგრამის საკუთარ კედელზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მომდევნო 3 მატჩისთვის მზადების პროცესია ასახული.
აღნიშნულ პოსტს, ბაიერნის ლეგენდარული ფეხბურთელი ბიქსენტე ლიზარაზუ გამოეხმაურა და კომენტარებში დაწერა: 'იმედი მაქვს, აჩვენებ თუ როგორ ვაკეთებდი ჩაწოდებებს..'
რაზეც, სანიოლმა უპასუხა: 'ჩამოდი ბიქსენტე საქართველოს სანახავად, ეს შესანიშნავი ქვეყანაა, ფანტასტიკური ხალხით, ჩვენ ერთად ხაჭაპურსაც შევჭამთ..'
ჯერ-ჯერობით ლიზარაზუს ამ მოწვევისათვის პასუხი არ გაუცია, მაგრამ ვიმედოვნებთ რომ ბაიერნის ლეგენდას ვიხილავთ ჩვენს ქვეყანაში.
შეგახსენებთ, ვილი სანიოლი ბაიერნის ღირსებას 2000-2009 წლებში იცავდა, რა დროში მან 277 შეხვედრის ჩატარება მოასწრო, სადაც თავი 8 გოლითა და 50 საგოლე გადაცემით გამოიჩინა - ფრანგი სპეციალისტი ამპლუით მარჯვენა მცველი გახლდათ.