დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე, გერმანიის ეროვნული ნაკრები ლიხტენშტაინის ესტუმრება და მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ მატჩს გამართავს.
აღნიშნულ მატჩში ჰანს ფლიკის გუნდს ორი ლიდერი - მანუელ ნოიერი და ტომას მიულერი დააკლდება. მანუ მომდევნო მატჩებში შეძლებს თამაშს, აი რაც შეეხება მიულერს - მისი ტრავმა იმდენად სერიოზული აღმოჩნდა, რომ ბაიერნში დროზე ადრე დაბრუნება მოუწია ..
შესაბამისად, ფლიკს დღევანდელ მატჩში მოუწევს კაპიტნად სხვა ფეხბურთელი დანიშნოს - გერმანული პრესის ინფორმაციით, ამის ორი მთავარი კანდიდატი მიუნხენის ბაიერნის ფეხბურთელი ჯოშუა კიმიხი და მან.სიტის ნახევარმცველი გიუნდოგანი არიან.
თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ფლიკი, მატჩამდე 1 საათით ადრე ვვეცოდინება.