გერმანულმა გამოცემა SportBild-მა მომხმარებლებს შორის გამოკითხვა ჩაატარა, თუ ვინ არიან მიმდინარე სეზონში სხვადასხვა ტიტულებისთვის მთავარი ფავორიტები.
გულშემატკივრების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული "პსჟ" გახდება. საინტერესოა, რომ "ბაიერნი" ამ გამოკითხვაში მხოლოდ და მხოლოდ მე-6 ადგილს იკავებს ხმების 4.4%-ით.
ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირთა გამოკითხვაში პირველ ადგილზე ერლინ ჰოლანდია. რაც შეეხება რობერტ ლევანდოვსკის, ის მეორე პოზიციაზე იმყოფება.